Tuesday, March 10, 2009

ძველი დამწერლობის ისტორია

წიგნის შესახებ...


ელამური ქალაქი სუსის ტერიტორიაზე გათხრები მიმდინარეობდა... საშინლად ცხელოდა... არქეოლოგები კი რაღაც უძველესისა და საინტერესოს მოლოდინში იყვნენ. მოლოდინი არ ცხრებოდა და მაშინ ერთ-ერთის ხელი თიხის ფილებს შეეხო უეცრად.
„შეხედეთ! ნახეთ!ლუსმულია დამწერლობა,აქ მგონი ისიცაა მითითებული-ვის მიერაა შექმნილი!“
არქოლოგი ცდილობს ცხელი ქვიშისა და მტვრისგაან ფრთხილად გაწმინდოს ფილები და ამოიკითხოს წარწერა.
-„ხა-მუ-რა-ბი,ხო, ხამურაბის,ხამურაბის კანონები!“-აღტაცებულმა თქვა.მას სხვებიც
დაეთანხმნენ.ეს მართლაც დიდებული ბაბილონის-დიდებული მეფე გახლდათ,რომ-ლის დროსაც ქვეყანა გაძლიერდა,როგორც ეკონომიკურად,ასევე
1. ეს პოლიტიკურად.აყვავდა კულტურა და სწორედ მაშინ აქ შეიქმნა ლურსმული დამწელობა.
ეს ძველ დამწერლობათაგან ერთერთია.მათ ასევე აღმოაჩინეს ლურსმული დამწერლობით შედგენილი დიპლომატიური საბუთები,სააღმშენებლო წარწერები და დოკუმენტები.იმდროს,როცა ქვეყანა ჰყვაოდა-ხამურაბი პარალელურად კანონებს ჰქმნიდა ბაბილონელთათვის და მათ თიხის ფილებზე ჰკვეთდა.ეს ძვ.წ (1792-1750)წლებში იყო.1901 წ.კი სამუდამოდ დაამახსოვრდა ისტორიას.ეს ამ კანონთა
აღმოჩენის თარიღია.ბაბილონთა კანონთა კრებული არის შედგენილი მისი მეფობის
ბოლო 10 წელიწადში.წარწერა არის გაკეთებული ბაზალტის სტელაზე და ინახება ლუვრში.ის შედგება 282 მუხლისადა ბოლოთქმისაგან:
1.სამართალწარმოება;
2.საკუთრება და მფლობელობა;
3.ვაჭრობა-აღებმიცემობა;
4.საოჯახო ურთიერთობა;
5.ჯარიმები სხვადასხვადანაშაულისათვის;
6.გასამრჯელო და ტარიფები;
7.დადგენილებები მონათა შესახებ.
მისი კანონების მიხედვით ადამიანები იყვნენ თავისუფალნი და არათავისუფალ-
ნი.თავისუფალნი იყვნენ სრულფასოვანი მესაკუთრეები-არათავისუფალნი კი მეფის სამსახურში მყოფნი.ხამურაბის კანონები ძვ.შუამდინარეთის უმნიშვნელოვანესი იურიდიული ძეგლია.მან დიდი გავლენა მოახდინა ძვ.წელთაღრიცხვით წინა აზიის მო-მდევნო ეპოქათა კანონმდებლობაზე.
არქეოლოგების მიერ პირველი წარწერები იყო აღმოაჩენილი გამოქვაებულებში.
ნაწერებამდე კი ამბის გადმოსაცემად ხატვას იყენებდნენ.მაგ. მონადირე
და ირემი,იმის მაუწყებელი იყო ,თუ როგორ ინადირა მან და რამდენი ირემი მოკლა.
ეგვიპტე უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყანა იყო.იქ საწერად იყენებდნენ
იეროგლიფებს-პაპირუსზე.იქ პაპირუსი იყო ერთგვარი საწერი მასალა.ეს მცენარე ხა-
რობდა ნილოსის მიმდებარე ტერიტორიებზე.მათი ბოჭკოების გაყოფისას მას მოედი-
ნება ლორწო.ორი ბოჭკოს თხელი ნახევარით ისინი ერთმანეთზე წებდებოდა და შრე-
ბოდა.იეროგლიფები შემორჩენილია სარკოფაგებზე,პირამიდების კედლებსა და უძველეს პაპირუსებზე.შემდეგ უფრო და უფრო განვითარდა.კლეოპატრას მმათველო -
ბისას სასახლეს ჰქონდა უძველესი ბიბლიოთეკა,სადაც უამრავი ორიგინალი ხელნაწერი
ინახებოდა.ეს ბიბლიოთეკა გადაიწვა არ არის შემორჩენილი ნაწერები.
პირველი ქაღალდი შეიქმნა ჩინეთში.მაქამდე იყო აღმოჩენილი სამისნო ძვლები სა-
დაც იეროგლიფებია ამოკვეთილი.ისინი მათზე განსაკუთრებულ სიტყვებს წერდნენ.
შანის დინასტიის დროს ქრ.შობამდე 1766-1122წ.ბრინ-
ჯაოს ხანაში ჩამოყალიბდა.სწორედ ამ ისტორიული
წყაროების დადასტურებით-მსოფლიოს უძველესი სახ-
ელმწიფო.ეს იყო კულტურა,რომელის ქალაქებს გარს
ქვის გალავნები ერტყა.მას ჰქონდა დამწერლობა და იყო
ცნობილი ბრინჯაოს ნაწარმით.ძვლებზე



ადამიანი თავიდანვე ცდილობდა, დაემახსოვრებინა და აღებეჭდა ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც სამყაროში ხდებოდა. უძველეს დროში იგი საკუთარ აზრს ნახატით გამოხატავდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მეტი ინფორმაციის გადმოსაცემად სხვადასხვა ნიშნებისა და სიმბოლოების გამოყენება დაიწყო.
დამწერლობა თავდაპირველად პიქტოგრაფიული იყო. ეს ტერმინი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან ,,პიქტუს”- ნახატი და ბერძნული სიტყვიდან ,,გრაფო”- ვწერ. პიქტოგრამა ნახატოვანი სიმბოლოთი ან ნიშნით გადმოსცემდა საგანს, მოქმედებას ან იდეას. ნახატოვანი დამწერლობით სარგებლობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ხალხები: შუმერები, ეგვიპტელები, ჩინელები და სხვ. დამწერლობის განვითარების შემდგომ საფეხურზე ნიშან-სიმბოლოებით აღინიშნებოდა უკვე სიტყვები და ცნებები.
ანბანური დამწერლობა, რომელშიც თითოეულ ბგერას თავისი ასო-ნიშანი შეესაბამება, ფინიკიელებმა შექმნეს.
ამა თუ იმ ხალხის მიერ შექმნილი დამწერლობა საუკუნეთა განმავლობაში იცვლებოდა. მაგ: ქართულმა დამწერლობამ განვითარების სამი საფეხური განვლო: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული.
დამწერლობის ისტორიას, ნიშან-სიმბოლოთა და ასოების გრაფიკული ფორმების განვითარებას შეისწავლის პალეოგრაფია ( ბერძ. ,,პალეოს” - ძველი, ,,გრაფო”- ვწერ ).
ხელნაწერების გარდა, პალეოგრაფებს გარკვეულ ინფორმაციას აწვდის თვით მასალაც, რომელზეც ხელნაწერებია შესრულებული და საწერი საშუალებები. ძველი ეგვიპტელები წერდნენ პაპირუსზე, ხოლო შუმერები თიხაზე.




შუმერები
(შუმერული ენა)

სამხრეთ შუამდინარეთის ძველი მოსახლეობის შუმერების ენა, შემონახულია ძვ. წ. XXIX–XXVIII – III-I სს. სოლისებრი დამწერლობის ძეგლებში. შუმერულ ენაში 15 თანხმოვანია, 4 ხმოვანი. სახელისა და ზმნის ძირების უმეტესობა ერთმარცვლიანია. გვხვდება ორმარცვლიანი შედგენილი და გაორკეცებული ძირებიც. სახელს აქვს 8 ბრუნვა: ერგატიკი, წრფელობითი, ნათ. დატივი, მოქმ. თანაობითი, მიმართულებითი და ადგილობითი.
შუმერული ენა განეკუთვნება აგლუტინაციურ ენათა ტიპს, რაც განსაკუთრებით ზმნურ ფორმებში ვლინდება. მრავლადაა სუფიქსი და პრეფიქსი. ზმნა განარჩევს პირის, რიცხვის, დროის მოქმედების ინტენსივობის, კილოს კატეგორიებს. შუმერული ენის ერთ-ერთი თავისებურებაა ზმნის ფინიტური ფორმების ბრუნებადობა, რასაც სინტაქსური ფუნქცია აკისრია. შუმერულ ტექსტებში დადასტურებულია 2 დიალექტი: ძირითადი და ე.წ. ,,ემესალი”, რომელიც იხმარება მდედრობითი სქესის პერსონაჟთა მეტყველების გადმოსაცემად. დაუდგენელია შუმერული ენის სხვა ენებთან მიმართების საკითხი. არსებობს: თურანული, უნგრულ-ფინური, ინდოევროპული და კავკასიური თეორიები. ქართულ-შუმერული ნათესაობის სისტემური შესწავლის პირველი ცდები ეკუთვნის ქართველ ასირიოლოგს მ. წერეთელს.
(შუმერული ლიტერატურა)

შუმერული ლიტერატურა ზეპირსიტყვიერებიდან იღებს დასაბამს. სოლისებრი დამწერლობით ჩაწერილი პირველივე მხატვრული ტექსტები მკვეთრად გამოხატული ფოლკლორული ნიშნებით ხასიათდება. ისინი გაცილებით ადრეა შექმნილი, ვიდრე თიხის ფირფიტებზე აღიბეჭდებოდა.
შუმერული ლიტერატურის ძეგლები უმეტესწილად ლექსად არის შექმნილი. მასში გამოიყოფა შემდეგი ძირითადი ჟანრები: ეპოსი, რელიგ. ჰიმნები, გოდებანი, სატრფიალო ლირიკა, გაბაასებანი, შეგონებანი. მითოსი მოგვითხრობს ღმერთების საქმიანობაზე პრეისტორიულ ხანაში, როდესაც პირველად გაჩნდა ბუნების მოვლენები, საგნები და ადამიანები.
საგმირო ეპოსი, რომლის პერსონაჟები ძირითადად ადამიანები არიან, დაკავშირებულია ქ. ურუქთან. სამი ციკლი საგმირო პოემებისა თუ სიმღერებისა გაერთიანებულია ურუქის ლეგენდარული მეფეების – ენმერქარის, ლუგალბანდასა და გილგამეშის ირგვლივ.
რელიგ. ხასიათის ჰიმნები მიძღვნილია არა მხოლოდ ღმერთებისადმი, არამედ მეფეებისადმიც.
შუმერის ისტორიის გარკვეულ პერიოდში (დაახლ. ძვ. წ. XX ს.) წარმოიშვა გოდების ჟანრი, რომლის უამრავი ნიმუშია ჩვენამდე მოღწეული.
რაც შეეხება შუმერულ სატრფიალო ლირიკას, მას საფუძვლად უდევს ე.წ. საკრალური ქორწინების რიტუალი.

პირველი სტამბა შეიქმნა გერმანიაში VXI საუკუნეში. 1709 წელს კი ვახტანგ VI-მ საქართველოში დაარსა პირველი სტამბა - რომელიც იყო ქართული. მას დაეხმარა ანთიმოზ ივერიელი. 1712 წელს დაიბეჭდა პირველი წიგნი ,,ვეფხისტყაოსანი”- ვახტანგის რედაქტორთა დაკომენტარებით. ამ ფაქტს დიდი კულტურული და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. ეს მეფე ისტორიაში შევიდა როგორც ,,სჯულმდებელი”, რადგან მისი ხელმძღვანელობით შედგა ,,სამართლის წიგნი”, სადაც იყო განსაზღვრული სხვადასხვა სოციალური ფენის უფლება-მოსილება. ეს წიგნი იყო შედგენილი დარბაისელი, საერო და საეკლესიო პირებისგან.


1) ვახტანგ VI-ის პორტრეტი.
2) დაბეჭდილი ,,ვეფხისტყაოსნის” ფურცელი.



წიგნი განსწავლულობის, მეცნიერების, ცნობისწადილისა და სიბრძნის სიმბოლოა. ,,ბიბლია” და ,,ყურანი” აღიქმებოდა იმ ,,ღვთის სიტყვად”- რომელიც მხოლოდ რჩეულთათვის იყო განკუთვნილი. არაბი მისტიკოსები მასში ცხოვრების მეტაფორას ხედავდნენ, რაინდები – უფლის სიტყვას. წმ. გრაალის ლეგენდის თანახმად – ზოგიერთ ვარიანტში მეფე არტური და მისი მეგობრები ეძებენ არა თასს, არამედ წმინდა წიგნს - ,,დაკარგულ სიტყვას”.
ქრისტიანული იკონოგრაფია მდიდარია წიგნთან დაკავშირებული სიმბოლიკებით: წიგნით ხელში გამოისახება თვით მაცხოვარი, ღვთისმშობელი, მოციქულნი და წმ. მამები. წიგნი ჯვართან ერთად რწმენის სიმბოლო გახლდათ. როგორც სიმბოლო – გალაკტიონ ტაბიძის პოემაში - ,,მშვიდობის წიგნი”. ამის პათოსს სასწაულმოქმედი წიგნის (გრაალის - ერთგვარი ანალოგის) ძიება წარმოადგენს.
 

პროექტები | 63-ე საჯარო სკოლა | ჩვენ შესახებ